იყავი წარმატებული ჩვენთან ერთად...
შემოგვიერთდით

EVS

newimg
17-05-2017, 00:41
დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ახალგაზრდული ასოციაციამ 2016 წლის 16 დეკემბერს ევროკავშირისგან მოიპოვა “ევროპის მოხალისეობრივი სერვისის” EVS (European Voluntary Service) აკრედიტაცია, როგორც მიმღები, ასევე გამგზავნი, 2019 წლის იანვრამდე.აღნიშნული აკრედიტაციის საფუძველზე DDA'ს აქვს უფლება მიიღოს ევროპელი მოხალისეები ორგანიზაციაში სამუშაოდ, აგრეთვე გაგზავნოს ქართველი ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეობრივი სამსახურის შესასრულებლად.
რა არის საჭირო ქართველი ახალგაზრდებისთვის რომ გახდეთ EVS მოხალისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში?

√ თუ ხართ 18-დან 30 წლამდე აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდა.
√ თუ გაქვთ სურვილი გახდეთ მოხალისე და შეასრულოთ ევროსტანდარტებით გათვალისწინებული მოხალისეობრივი სამუშაო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
√ თუ გსურთ მიიღოთ ცხოვრებისეული გამოცდილება და გაიუმჯობესოთ უცხო ენებზე საუბრის უნარები.
√ თუ გსურთ იცხოვროთ ევროპაში და შეიძინოთ ახალი მეგობრები.

რას სახის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აღნიშნული EVS პროგრამა?

√ მგზავრობის ხარჯები საქართველოდან დანიშნულების ქვეყანამდე და პირიქით.
√ ყოველთვიური ჯიბის ფული მოხალისისთვის.
√ კვებისა და საცხოვრებელი ბინის ხარჯების, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება.

როგორია აღნიშნული მოხალისეობრივი სერვისის ხანგრძლივობა?

√ EVS პროექტი გრძელდება 2 თვიდან – 1 წლამდე
√ პროგრამის დასრულების შემდეგ მოხალისეებს გადაეცემათ Erasmus + ის Youthpass სერთიფიკატი.

როგორ გავხდე DDA'ს EVS მოხალისე?
იმ შემთხვევაში თუ თქვენ უკვე ნაპოვნი გაქვთ სასურველი EVS პროგრამა და გსურთ მასში ჩაერთოთ, შეგიძლიათ მოგვმართოთ მეილზე დაგეხმარებათ სამომავლოდ ამ პროგრამაში მიღებული გამოცდილება) ინგლისურ ენაზე მეილზე: mari_zarqua@yahoo.com .
თქვენი სამოტივაციო წერილი და რეზიუმი შეინახება ჩვენს ბაზაში და კონკრეტული პროექტის გამოჩენის შემთხვევაში ჩვენ დაგიკავშირდებით .скачать dle 10.5фильмы бесплатно