იყავი წარმატებული ჩვენთან ერთად...
შემოგვიერთდით

საერთაშორისო პროექტი ახალგაზრდები მოქმედებაში ,,ახალგაზრდები მოქმედებაში''

newimg
27-06-2017, 15:47
დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ახალგაზრდული ასოციაციის წარმომადგენიელი დაესწრო გექმანიაში,ბერლინში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებას ,,ახალგაზრდები მოქმედებაში: აქტიური მოქალაქეობისა და დემოკრატიის ხელშეწყობა''. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ქვეყნის 25 მონაწილე სოციალისტური პარტიებიდან,სამოქალაქო ორგანიზაციებიდან .
პროექტის ძირითადი მიზანია გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ დებატებში მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათი გავლენა გადაწყვეტილების მიღების შედეგებზე და მათი აქტიური მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში.
აღნიშნული აქტივობა ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებში დებატებისა და სწავლების პროგრამის ორგანიზებას, დემოკრატიული მონაწილეობის მისაღწევად, კერძოდ, მათი როლის მნიშვნელობა საზოგადოებაში ; ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ და გააერთიანონ თავიანთი ძალები იმისათვის, რომ ერთად შეძლონ თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა; გამოვლენა ისეთი მექანიზმები და საშუალებები ახალგაზრდებისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებისთვის რათა გაზარდონ თავიანთი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გავლენა - დემოკრატიულ პროცესებზე.
საერთაშორისო პროექტი ორგანიზებულია ახალგაზრდა ევროპელი სოციალისტების მიერ ,ხოლო მასპინძელობას უწევდა Sozialistische Jugend Deutschlands - Die Falken. პროექტი დაფინანსებული იყო ევროპის საბჭოს -ევროპის ახალგაზრდული ფონდის მიერ.скачать dle 10.5фильмы бесплатно